სახელმწიფო აუდიტის სამსახური

UN WOMEN სამსახურს აუდიტებში თანასწორობის კომპონენტის გამოყენებაში გაუწევს კონსულტაციას   04 ივნისი, 2025

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამუშაო შეხვედრა გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) წარმომადგენლებთან. ორგანიზაცია სამსახურთან 2024 წლიდან თანამშრომლობს, რომლის ფარგლებში თანასწორობის საკითხების შეფასება ჩატარდა. შეფასების საფუძველზე დაიგეგმა შესაბამისი აქტივობები, რომელიც ორგანიზაციას ქალთა როლის გაძლიერებაში დაეხმარება. UN WOMEN-ის წარმომადგენლები აუდიტის სამსახურს ასევე ექსპერტულ კონსულტაციას გაუწევენ აუდიტების განხორციელებისას თანასწორობის კომპონენტის გამოყენებაში.