დღეს, 5 ნოემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO) შემფასებელთა მისია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში განიხილება ორი ქვეყნის უმაღლეს აუდიტორულ უწყებებს შორის 2010 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შედეგები.
სამუშაო შეხვედრები, რომელიც 9 ნოემბრამდე გაგრძელდება, მოიცავს შემდეგ საკითხებს: ფინანსური აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ადამიანური რესურსების მართვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შიდა და გარე კომუნიკაცია, საერთაშორისო ურთიერთობები.
