სახელმწიფო აუდიტის სამსახური

SAI ლატვია SAO-ს რეკომენდაციების შესრულების ზრდის პრაქტიკას უზიარებს  22 ოქტომბერი, 2024

ლატვიის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლების ზრდის შესაძლებლობებზე და ამ პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან სამუშაო შეხვედრები გამართა. 

ორდღიან სემინარზე, რომელიც თბილისში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფისში ჩატარდა, SAI ლატვიამ კოლეგებს რეკომენდაციების შესრულებაში მათი მიღწევები და აუდიტის რეკომენდაციების გავლენის შესაფასებლად მათი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მექანიზმი გააცნეს. ასევე ისაუბრეს ამ პროცესში დაინტერესებული მხარეების (აკადემიური წრეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია) ჩართულობაზე, როგორც გავლენის ინსტრუმენტზე რეკომენდაციების შესრულების გასაზრდელად და წარმოადგინეს აუდიტორული საქმიანობის შედეგების დაინტერესებული მხარეებისთვის მიწოდების ფორმების მაგალითები. 

სამუშაო შეხვედრები მოიცავდა ასევე ბიუჯეტის დაგეგმვის ლატვიის პრაქტიკის და ბიუჯეტის დაგეგმვის მიმდინარე გლობალური ტენდენციების გაცნობას. ლატვიამ კოლეგებს წარუდგინა ასევე მათი უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის ახალი მიდგომა საჯარო ფინანსების კონტროლთან დაკავშირებით. SAI ლატვია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მუდმივად ეხმარება პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაში მათი ორგანიზაციის მიღწევების და სიახლეების გაზიარებით. 

საქართველოს და ლატვიის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.