მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ევროკავშირის ,,ეკონომიკური მმართველობის და ფისკალური ანგარიშვალდებულების პროგრამის ტექნიკური დახმარების პროექტის’’ ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა მსოფლიო ბანკის დელეგაციას, რომელსაც ორგანიზაციის წარმომადგენელი პატრიკ უმაჰ ტეტე ხელმძღვანელობდა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და პროექტის მომდევნო ეტაპის მიმართულებებზე ისაუბრა.
მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს დაგეგმილია IPSAS სტანდარტებში აუდიტორების პროფესიული განვითარების და მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტთან დაკავშირებული ღონისძიებები.
,,ეკონომიკური მმართველობის და ფისკალური ანგარიშვალდებულების პროგრამის ტექნიკური დახმარების პროექტის’’ პირველ ეტაპზე სახელმწიფო აუდიტორებმა შემოსავლების აუდიტის, დაგეგმვის და რისკების შეფასების, საგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის, IT აუდიტში ხარისხის კონტროლის გაძლიერების და აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან საკონსულტაციო/სამუშაო შეხვედრები გამართეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური აუდიტორის მოადგილე სოფიო დვალიშვილი, სახელმწიფო ბიუჯეტის და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე და ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კაპანაძე, მსოფლიო ბანკის ეკონომისტი მარიამ დოლიძე, კონსულტანტი ზურაბ მამუკელაშვილი, მონაწილეებს მსოფლიო ბანკის სათაო ოფისიდან ონლაინ ჩაერთნენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი დმიტრი გურფინკელი და მოწვეული ექსპერტი ვეინ ბართლეტი.
