სახელმწიფო აუდიტის სამსახური

IT სტრატეგიის შემუშავება 31 იანვარი, 2011

საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტი ეწვია. სტუმრობის მიზანია კონტროლის პალატაში საინფორმაციო ტექნოლოგიების მხრივ არსებული მდგომარეობის შესწავლა და პალატის თანამშრომლებთან ერთად ამ მიმართულებით სტრატეგიული გეგმის შემუშავება. მსგავსი ვიზიტები 2010 წლის სექტემბერსა და ნოემბერში გაიმართა.

აღნიშნული ვიზიტი პროექტის - „საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის ინსტიტუციური განვითარების თანამშრომლობის“ ფარგლებში ხორციელდება.