სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა მონაწილეობა მიიღეს ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის საერთაშორისო პრაქტიკების გაზიარების სემინარში, რომელიც პოლონეთის აუდიტის სამსახურის ორგანიზებით ქალაქებში ვარშავასა და გოლავიცეში ჩატარდა.
სემინარი მოიცავდა INTOSAI-IDI-ის უმაღლესი აუდიტორული ორგანოებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სახელმძღვანელოს (WGITA – IDI Handbook on IT Audit for Supreme Audit Institutions) ძირითადი მოდულების თეორიულ მიმოხილვას და პრაქტიკულ მუშაობას სპეციალურად ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტისთვის შექმნილ პლატფორმებზე.
პრაქტიკული მუშაობის პროცესში აუდიტორული პლატფორმებიდან პოლონეთის აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა გამოიყენეს და ქართველ აუდიტორებს თავისი გამოცდილება გაუზიარეს ორი პლატფორმის - „Control Space for e-Government projects“ და AITAM მონაცემების შესახებ. სემინარის მონაწილეები გაეცნენ და აითვისეს AITAM პლატფორმის შემდეგი მოდულები: ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ძირითადი მოდულები; წინასწარი აუდიტორული პროცედურები (მათ შორის რისკების შეფასება); მიგნებები; რეკომენდაციები; მიერთებადი მოდულები (plug-ins) და შაბლონები.
სემინარში აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი აუდიტორი გიორგი როსტიაშვილი და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი აუდიტორ-ასისტენტი გიორგი მოლაშვილი მონაწილეობდნენ.
.jpg)
