სახელმწიფო აუდიტის სამსახურში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) საქართველოს ოფისის ახალმა ხელმძღვანელმა ჯონ დიპირომ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე გენერალურმა აუდიტორმა სტუმრებს სამსახურის საქმიანობის, მანდატის და ბოლოდროინდელი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) საქართველოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი ჯონ დიპირო გაეცნო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრაქტიკებს გამჭვირვალობისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის მიმართულებით და წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.
ჯონ დიპირომ "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) საქართველოს ოფისში ხელმძღვანელის პოსტზე ანდრეა კეერბსი შეცვალა. IRI დაინტერესებულია პარტიების განვითარების პროექტებითა და ტრენინგ-პროგრამებით.
