გენერალური აუდიტორის მოადგილემ სოფიო დვალიშვილმა, 20-ზე მეტი უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ერთად მონაწილეობა მიიღო INTOSAI-ს განვითარების ინიციატივის (IDI) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ესპანეთის ქალაქ მადრიდში გაიმართა.
შეხვედრაზე აუდიტორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები თუ რა ღონისძიებების გატარებაა შესაძლებელი ინსტიტუციებში პოზიტიური ცვლილებების შესატანად.
შეხვედრის მიმდინარე თემები იყო ასევე საჯარო ფინანსების მართვის და შეფასების პრაქტიკები, აუდიტორული ინსტიტუციის როლი ანტიკორუფციულ სისტემაში, პროცესების დიჯიტალიზაცია, ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტის როლი უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის საქმიანობაში.
INTOSAI/IDI უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებისთვის ინსტიტუციების მართვის და ლიდერობის განვითარებასთან დაკავშირებულ სესიებს კვლავ გეგმავს.
ვიზიტის ფარგლებში გენერალური აუდიტორის მოადგილემ სოფიო დვალიშვილმა სამუშაო შეხვედრები გამართა ესპანეთის აუდიტორული სასამართლოს აუდიტის მიმართულების პრეზიდენტთან დოლორეს ჯენარო მოიასთან და სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან გვადალუპე ფერნანდეს ესპინოზასთან, სადაც სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ნაბიჯები განიხილეს.

