უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანების (INTOSAI) განვითარების ინიციატივამ (IDI) აუდიტორული ორგანიზაციებისთვის SAI PMF მეთოდოლოგიის ტრენინგი ჩაატარა, რომელშიც 15 ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომელმაც ორჯერ გაიარა SAI PMF შეფასება, ტრენინგის მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარა SAI PMF-ის ჩატარების პროცესზე და მიღებული შედეგების პრაქტიკაში გამოყენებაზე. პრეზენტაციაში განხილული იყო 2017 და 2022 წლებში ჩატარებული SAI PMF-ის შეფასებები, მათი შედეგები, გამოწვევები და ამ შეფასებებზე დაყრდნობით შემუშავებული ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან სტამბოლში გამართულ ტრენინგში მონაწილეობდნენ სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე და ამავე დეპარტამენტის სტრატეგიული ანალიზის სამსახურის ანალიტიკოსი სალომე ვერულაშვილი.
.jpeg)
.jpeg)