სახელმწიფო აუდიტის სამსახური

INTOSAI/IDI პროექტ LEG SAI-ში შეტანილი წვლილისთვის ნატო ზაალიშვილს მადლობას უხდის  29 ნოემბერი, 2024

უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანების (INTOSAI) განვითარების ინიციატივა (IDI) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მადლობას უხდის იურიდიული სამსახურის უფროსის ნატო ზაალიშვილის მიერ „უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანი საქმიანობის გაძლიერების იურიდიული მხარდაჭერის“ პროექტის (LEG SAI) წარმატებული განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

ნატო ზაალიშვილი ექსპერტულ დახმარებას უწევს INTOSAI/IDI-ს ახალ ინიციატივას, რომლის მიზანია წარმატებული მაგალითებით დაეხმაროს სხვა უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებს დამოუკიდებლობის დაცვასა და განმტკიცებაში. 

საქართველოს, პოლონეთის, საბერძნეთის, მექსიკის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის, გამბიის, პაპუა-ახალი გვინეას უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების, ასევე IDI-ის, AFROSAI-ის და იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიური წრის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს LEG SAI -ის პროექტის იმპლემენტაციის გეგმა, რომლის განხორციელებაში ნატო ზაალიშვილი ჩართული იქნება როგორც ექსპერტი. 

სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ვარშავაში, პოლონეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაიმართა, სადაც ნატო ზაალიშვილმა მონაწილეებს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამართლებრივ რეფორმის გამოცდილება გააცნო.