სახელმწიფო აუდიტის სამსახური

INTOSAI IDI-ის სამუშაო შეხვედრა თბილისში გაიმართა 01 დეკემბერი, 2023

უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანების (INTOSAI) განვითარების ინიციატივის (IDI) სამუშაო შეხვედრა გაიმართა თბილისში, რომლის ფარგლებში IDI-მ ახალი ინიციატივის - „უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების მმართველობის აკადემიის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო.

პროგრამა მოიცავს უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებში სტრატეგიული და ადამიანური რესურსების მართვის, რისკების ანალიზის და ლიდერული უნარების განვითარების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, რომლებიც მიმართულია ორგანიზაციული, ფინანსების მართვის და დიჯიტალიზაციის პროცესების გაუმჯობესებისკენ.

სამუშაო შეხვედრა გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა გახსნა. „მივესალმებით SAI მმართველობის აკადემიის პროგრამის დაწყებას. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი ჩართულობა დაგვეხმარება მაღალი ხარისხის სტრატეგიული მმართველობის განვითარებასა და ინტეგრირებული მექანიზმების ჩამოყალიბებაში“, განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.  

ხუთდღიან სამუშაო შეხვედრას INTOSAI-ს წევრი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების, მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.