საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური გამჭვირვალობის შემფასებელთა მისიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამართა შეხვედრა.
მისიის ინტერესს წარმოადგენდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საჯარო ფინანსების მართვის პროცესში განხორციელებული რეფორმები, სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშებზე აუდიტის მოხსენებები და სისტემური ხასიათის საკითხები, ასევე, ფისკალური გამჭვირვალობის კუთხით ქვეყანაში მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სხვადასხვა უწყებებთან მართავს შეხვედრებს, რის შემდეგაც შემუშავდება დოკუმენტი, სადაც აისახება ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება სხვადასხვა ინდიკატორით. შეფასების ანგარიშში ასახული იქნება ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის რეკომენდაციები.
საქართველოს ფისკალური გამჭირვალობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელთა მისიამ ბოლოს 2017 წელს შეაფასა და ანგარიში გამოსცა.

