სახელმწიფო აუდიტის სამსახური

IDI-ს პროექტის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ტაჯიკეთის საანგარიშო პალატას მენტორობას უწევს  13 დეკემბერი, 2024

IDI-ს პროექტის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მენტორის სტატუსით ტაჯიკეთის საანგარიშო პალატას შესაძლებლობების გაძლიერებაში მხარდაჭერას უწევს. 

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში გამართულ IDI-ს სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც სტრატეგიული გეგმების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს სამსახურში დანერგილი პრაქტიკა გაუზიარეს და ტაჯიკეთის საანგარიშო პალატის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის განმავლობაში ტაჯიკეთს მენტორობას გაუწევს ასევე აუდიტის ხარისხის კონტროლის, სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის და რეკომენდაციების მონიტორინგის საკითხებზე.  

IDI სამუშაო შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ხითარიშვილი წარმოადგენდნენ. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური IDI-მ ტაჯიკეთის საანგარიშო პალატის მენტორად „უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გლობალური ინიციატივა“ (GSAI) პროექტის ფარგლებში შეარჩია.