USAID-თან 2019 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურთან (GAO) ერთად ხორციელდება სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის მიმართულების მხარდაჭერა და ინსტიტუციური გაძლიერება.
მიღწეული შედეგები:
- აშშ მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის (GAO) აუდიტის დახელოვნების ცენტრის (Center for Audit Excellence CAE) მხარდაჭერით გაძლიერდა სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის მიგნებების ზეგავლენის შეფასების მიმართულება. GAO-ს მენტორობით განხორციელდა საპილოტე „საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების ეფექტიანობის აუდიტი“.
- ეფექტიანობის აუდიტის მიმართულებით ჩატარდა 8 ტრენინგი 21 აუდიტორისთვის.
- USAID-ის დაფინანსებით სამსახურმა შეიძინა აუდიტის მართვის სისტემის (AMS) სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა.
მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები:
- GAO-ს მენტორობით მიმდინარეობს საპილოტე „აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განვითარებისა და მართვის“ ეფექტიანობის აუდიტის და „სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების“ ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება.
- GAO CAE-ის მხრიდან მიმდინარეობს ეთიკისა და კეთილსინდისიერების კუთხით გამოცდილების გაზიარება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2018 წელს გახდა USAID-ის აუდიტორი ორგანიზაცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, როდესაც სრულად დააკმაყოფილა USAID-ის აუდიტის ხარისხის მოთხოვნები, რაც ორგანიზაციის მაღალ რწმუნებაზე მეტყველებს. 2019 წლიდან სამსახურმა განახორციელა USAID-სა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული სამთავრობოთაშორისო აქტივობების (G2G) ფარგლებში შემდეგი ფინანსური აუდიტები:
- სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ განხორციელებული „ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის“ 2018-2019 წლების ფინანსური აუდიტი (იხ. სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ განხორციელებული „ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის“ აუდიტის ანგარიში (sao.ge)).
- 2022 წლიდან მიმდინარეობს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს პროექტის „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“ ფინანსური აუდიტი.