პროექტის მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის გაძლიერება, როგორც ცენტრალურ ისევე რეგიონალურ დონეზე. სახელმწიფო სამსახურის კომპონენტი დაკავშირებულია სამსახურის სხვადასხვა მიმართულებების მხარდაჭერისაკენ: მოქალაქეთა ჩართულობისა და კომუნიკაციის გაუმჯობესება, სამსახურის წარმომადგენელთა პროფესიული განვითარება, სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის გაძლიერება. პროექტს ახორციელებს USAID-ის ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია Tetra Tech ARD (ARD Inc.)
პროექტის შედეგები:
- გაიმართა ბიუჯეტის მონიტორის გაცნობითი შეხვედრები: პარლამენტის წევრებისათვის, მუნიციპალიტეტების, NGO-ების, პარლამენტის კომიტეტების აპარატის წარმომადგენლებისათვის.
- მოეწყო აუდიტის ანგარიშების რეგიონული საჯარო განხილვები 9 მუნიციპალიტეტში.
- ჩატარდა ბიუჯეტის მონიტორის მომხმარებელთა საჭიროებების კვლევა.
- სამსახურის წარმომადგენელმა გაიარა აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის 4 თვიანი საერთაშორისო პროფესიული მომზადების საერთაშორისო პროგრამა. დაგეგმილია სამსახურის ორი წარმომადგენლის მონაწილეობა ზემოაღნიშნულ პროგრამაში.
- სამსახურში შემოღებულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და USAID-ის ერთობლივი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. კონკურსის საფუძველზე საუკეთესო იდეის წარმოდგენის შესახებ სამსახურში შეირჩა და სტაჟირება გაიარა სამმა სტაჟიორმა ერთი წლის განმავლობაში.
- გაიმართა IPSAS ტრენინგები სამსახურის წარმომადგენლებისათვის.
- პროგრამამ უზრუნველყო სამსახურის თანამშრომლებისათვის საერთაშორისო სასერთიფიკატო პროგრამების (CFA, CIA, CGAP, IT და ა.შ.) დაფინანსება.
- სამსახურის ორმა თანამშრომელმა გაიარა დიდ მონაცემთა ანალიზში - ISET-ის ტრენინგ-კურსები.
- გაიმართა 20-მდე აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების განხილვებთან დაკავშირებული შეხვედრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, თვითმმართველი ერთეულების, სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისათვის.
- მიმდინარეობს სამსახურის აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის გაძლიერება.
- სამსახურის წარმომადგენელთა გამოცდილებისა და ცნობიერების ამაღლებისათვის გამართულ იქნა სხვადასხვა სახის ტრენინგები, მათ შორის:
- აუდიტის ანგარიშის წერა
- თაღლითობის დადგენა, პრევენცია და გამოვლენა
- კომუნიკაციის გაძლიერება დაინტერესებულ მხარეებთან
- შემუშავების პროცესშია რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის სისტემა (ARIS).
- ეფექტიანობის აუდიტის ბლოგს დაემატა ახალი მოდული - თარგმანები, სადაც ქვეყნდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების (GAO-ს, NAO-ს და სხვა) საუკეთესო პრაქტიკის ამსახველი ბლოგ-პოსტები.
- დაგეგმილია ბიუჯეტის მონიტორის სხვადასხვა მოდულებზე მოკლე პრომო ვიდეოების შეიქმნა.
- მიმდინარეობს სამსახურისა და სსიპ საჯარო ინსტიტუტის ვებ-გვერდების განახლება.
- მიმდინარეობს სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერთიფიკაციო პროგრამის სახელმძღვანელოს შექმნა.