სახელმწიფო აუდიტის სამსახური

GIZ–ის ორგანიზებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გერმანელი ექსპერტები ეწვივნენ 05 დეკემბერი, 2008

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონალური პროგრამის „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გერმანელი ექსპერტები იენს ჰერმან ტროინერი და იენს გიუზე ეწევივნენ. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები ეფექტიანობის აუდიტის მიმართულებით და ტრენინგი აუდიტის ანგარიშის აგებულებასა და ფორმულირებაზე.

გერმანელი ექსპერტები სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეხვედრებს 12 დეკემბრამდე გამართავენ.