1-4 აპრილს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გერმანიის ფედერალური საანგარიშო პალატის ეფექტიანობის აუდიტის ექსპერტი, ჰორსთ რაიმუნდ ვულე ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მენეჯმენტთან და აუდიტორებთან. განხილულ იქნა ეფექტიანობის აუდიტის მიმდინარე პროექტები,მოეწყო ტრენინგები ეფექტიანობის აუდიტის შემდეგ თემებზე: 1. კითხვების ჩამოყალიბება 2. მეთოდების განსაზღვრა 3. დროის დაგეგმვა 4. სამუშაოს ორგანიზება.
აღნიშნული შეხვედრებიგერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) პროგრამის „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში ფარგლებში ხორციელდება.
