მიმდინარე წლის 12-დან 15 ნოემბრამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სტუმრობენ გერმანული კერძო აუდიტორული ფირმა Rödl&Partner-ის აუდიტორები - გერჰარდ რიხტერი და ოლივერ ქუსტი. აღნიშნული ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით განხორციელდა.
ვიზიტის მიზანია სახელწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის განვითარების ხელშეწყობა. ვიზიტის მსვლელობისას განხილულ იქნა: არსებული აუდიტორული პრაქტიკა და საქმიანობის გაუმჯობესების თვალსაზირისით შემდგომი თანამშრომლობის გეგმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აგრძელებს მჭიდრო ურთიერთობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან.