დღეს, 24 თებერვალს, საქართველოს კონტროლის პალატა მასპინძლობდა საჯარო პოლიტიკისა და საერთაშორისო განვითარების კომპანიის GHK-ს (ghkint.com) წარმომადგენელს, ქერინ ტანგს.
შეხვედრის მიზანი იყო ავტორიტეტული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ (transparency.org) მიერ საქართველოში მიმდინარე პროგრამების (მათ შორის, ანტიკორუფციული და ბიუჯეტის ღიაობის) შეფასება იყო.
საქართველოს კონტროლის პალატის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლევან ალაფიშვილმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს კონტროლის პალატაში მიმდინარე რეფორმებისა და კორუფციული რისკების აღმოჩენის საქმეში კონტროლის პალატის როლის შესახებ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს კონტროლის პალატის, როგორც საბიუჯეტო გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში ლიდერი ორგანიზაციის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას და იმ ინიციატივებს, რომლებიც პალატამ დააყენა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა ;და საზოგადოების წინაშე.