ევროპის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანების (EUROSAI) პრეზიდენტმა და ჩეხეთის გენერალურმა აუდიტორმა მიროსლავ კალამ გენერალურ აუდიტორთან ცოტნე ყავლაშვილთან და გენერალური აუდიტორის მოადგილესთან სოფიო დვალიშვილთან მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულების ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
EUROSAI-ს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თემატურ სამუშაო ჯგუფებსა და ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისა და მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის.
სამსახური მუდმივად უზიარებს ევროპის უმაღლესი აუდიტორული გაერთიანების წევრ ორგანიზაციებს სხვადასხვა თემატური აუდიტის მიგნებებსა და რეკომენდაციებს, ასევე მონაწილეობს ერთობლივ აუდიტებში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ორგანიზაციაში დამკვიდრებული საერთაშორისო აუდიტორული სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკების განმტკიცებას.
EUROSAI-ს მუნიციპალური აუდიტის სამოქმედო ჯგუფის (TFMA) ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოცდილება მიჩნეულია აუდიტის წარმოების საუკეთესო პრაქტიკად და ამ გამოცდილებას TFMA-ს წევრი უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციები მათი საქმიანობის გასაუმჯობესებლად იზიარებენ.
EUROSAI წარმოადგენს INTOSAI-ს ევროპულ ორგანიზაციას, რომელიც 51 ქვეყნის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციას და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს (ECA) აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანია წევრი ქვეყნების პროფესიული თანამშრომლობა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
მიმდინარე თვეში, EUROSAI-ს თავმჯდომარე ქვეყანა ისრაელი გახდება.
