EUROSAI-ს წევრი ქვეყნების გენერალური აუდიტორები და გენერალური აუდიტორების მოადგილეები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეწვივნენ.
ლატვიის, სერბეთის, პოლონეთის, უკრაინის, მოლდოვის და სლოვენიის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, გენერალურმა აუდიტორმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტებსა და EUROSAI-ს სამუშაო ჯგუფებში სამსახურის ჩართულობაზე ისაუბრა.
უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ევროპის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების გაერთიანების სამუშაო ფორმატში ურთიერთგამოცდილების გაზიარებით მიღებულ შედეგებზე და სამომავლო თანამშრომლობის თემებზე იმსჯელეს.
EUROSAI-ს წევრი ქვეყნების გენერალური აუდიტორები და გენერალური აუდიტორების მოადგილეები თბილისში, EUROSAI/WGMA-ს წლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით იმყოფებოდნენ. კონფერენციას ევროპის 25 ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის 60-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.