სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საფინანსო, ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვა და მისი შესრულების კოორდინაცია, აგრეთვე სამსახურის მატერიალური უზრუნველყოფა.

დეპარტამენტი მასზე დაკისრებულ ამოცანებს შემდეგი სამსახურების მეშვეობით ახორციელებს:

საფინანსო სამსახური  გეგმავს სამსახურის ბიუჯეტს, აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებას; სამსახურის საჭიროებისათვის გეგმავს და ახორციელებს საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვას.

ლოჯისტიკის სამსახური აღრიცხავს სამსახურის ბალანსზე არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას, ორგანიზებას უწევს და ზედამზედველობს სამსახურის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, ახორციელებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
 

დავით ქინქლაძე

დავით ქინქლაძე

დეპარტამენტის უფროსი

დავით ქინქლაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2014 წლიდან მუშაობს. საფინანსო, ლოჯისტიკისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად 2020 წლის მარტში დაინიშნა, მანამდე კი აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობის დაწყებამდე, 2010-2014 წლებში, დავით ქინქლაძე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საქმიანობდა: 2010-2012 წლებში იყო შემოსავლების სამსახურის სტაჟიორი, აუდიტის დეპარტამენტის შემოწმებების მთავარი სამმართველოს საგადასახადო შემოწმების მე-9 და მე-10 სამმართველოების უფროსი აუდიტორი,  მე-9 სამმართველოს მთავარი აუდიტორი, მე-4 სამმართველოს უფროსი, ხოლო 2013-2014 წლებში - აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს გასვლითი საგადასახადო შემოწმების მე-3 სამმართველოს უფროსი. 

პროფესიული საქმიანობის პარალელურად,იგი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა: 2018 წლიდან, სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება სალექციო კურსებს - „ფინანსური აუდიტი“ და „შესაბამისობის აუდიტი“.

დავით ქინქლაძე ფლობს მაგისტრის ხარისხს კვების პროდუქტების ტექნოლოგიაში (საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი). ამჟამად სწავლობს ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო ტრენინგი აუდიტის, ხარისხის მართვის, ბუღალტერიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. არის ხუთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

იგი მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.