სახელმწიფო აუდიტის სამსახური

თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტი

დეპარტამენტი ამოწმებს თვითმმართველი ერთეულების მიერ ბიუჯეტის შესრულებას, ასევე ქონებისა და სახსრების ხარჯვასა და გამოყენებას. დეპარტამენტი ახორციელებს თვითმმართველობის ორგანოების, ასევე თვითმმართველი ერთეულის მიერ 50 პროცენტი და მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების აუდიტს. 

დეპარტამენტი აუდიტის საფუძველზე ამზადებს ანგარიშებს ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის მიმართულებით, შეიმუშავებს რეკომენდაციებს შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების და დარღვევა-ნაკლოვანებათა პრევენციის მიზნით, აგრეთვე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულყოფის თაობაზე; იკვლევს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.

დეპარტამენტი მასზე დაკისრებულ ამოცანებს შემდეგი სამსახურების მეშვეობით ახორციელებს: 

თბილისის და აღმოსავლეთ საქართველოს თვითმმართველი ერთეულების აუდიტის სამსახური; 
დასავლეთ საქართველოს თვითმმართველი ერთეულების აუდიტის სამსახური;

გიორგი მამრიკიშვილი

გიორგი მამრიკიშვილი

დეპარტამენტის უფროსი

გიორგი მამრიკიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2009 წლიდან მუშაობს. 

თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტს ის 2016 წლიდან ხელმძღვანელობს, 2012-2016 წლებში, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, ხოლო 2009-2012 წლებში - აუდიტორ-სტაჟიორად, შემდეგ კი, აუდიტორად მუშაობდა. 

პროფესიული საქმიანობის პარალელურად, გიორგი მამრიკიშვილი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა: 2019 წლიდან, სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება სალექციო კურსს - „შიდა აუდიტი მუნიციპალიტეტებისათვის“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საქმიანობის დაწყებამდე, 2007-2008 წლებში სხვადასხვა კერძო ორგანიზაციას საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა, მათ შორის საგადასახადო საკითხებში, ბიზნეს გეგმების და საგრანტო პროექტების მომზადებაში. 

2003-2007 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დამთავრებული აქვს გაძლიერებული საბაკალავრო კურსი ფინანსების, საბანკო საქმისა და დაზღვევის სპეციალობით. 

გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, ფინანსური აუდიტის, შესაბამისობის აუდიტის, ეფექტიანობის აუდიტის, საბანკო ზედამხედველობის, საგადასახადო აღრიცხვის, კორპორაციული მართვის და სხვა საკითხებზე. 

მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.