სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ადმინისტრაცია

ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა.

ადმინისტრაცია მასზე დაკისრებულ ამოცანას შემდეგი სამსახურების მეშვეობით ახორციელებს:

საორგანიზაციო და პროტოკოლის სამსახური  უზრუნველყოფს სამსახურის ერთიან საქმისწარმოებას, არქივის წარმოებას, სამსახურის სამართლებრივი აქტების სისტემატიზაციას, მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოებას, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს, სამსახურის პრეზიდიუმის სხდომების მომზადებას, ასევე ოფიციალური ვიზიტების, საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების, ფორუმების დაგეგმვა-ორგანიზებას და პროტოკოლით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.

გენერალური აუდიტორის და მისი მოადგილეების სამდივნო  უზრუნველყოფს გენერალური აუდიტორის, მისი მოადგილეების სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური  უზრუნველყოფს სამსახურის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ფუნქციონირებას  და ორგანიზებას უწევს სამსახურის ურთიერთობას საზოგადოებასა და მედიასთან. ადმინისტრირებას უწევს სამსახურის საკომუნიკაციო საშუალებებს, ვებგვერდებს, სოციალურ ქსელებს და შიდა პორტალს, ახორციელებს სხვა ღონისძიებებს შიდა და გარე კომუნიკაციის მიმართულებით.

ვაჟა ბრაგვაძე

ვაჟა ბრაგვაძე

დეპარტამენტის უფროსი

ვაჟა ბრაგვაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გუნდს 2013 წელს შეუერთდა. 

ადმინისტრაციის უფროსად ის 2018 წლის მარტში დაინიშნა. 2013-2018 წლებში, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი იყო. მანამდე კი, რამდენიმე თვის განმავლობაში შიდა აუდიტის დეპარტამენტში საქმიანობდა, სადაც ჯერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, შემდეგ კი, დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საქმიანობის დაწყებამდე, 2007-2013 წლებში, ვაჟა ბრაგვაძე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში მუშაობდა. სხვადასხვა პერიოდში ის თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილის, ასევე შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროების უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ვაჟა ბრაგვაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოპოვებული აქვს სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი.

მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.