სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

დეპარტამენტი შეიმუშავებს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკის დოკუმენტების პროექტებს, ასევე - გეგმავს და ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიულ განვითარებასა და კარიერის მართვასთან დაკავშირებულ  ღონისძიებებს. 

გარდა ამისა, დეპარტამენტი ამზადებს საკადრო საკითხების შესახებ გენერალური აუდიტორის ბრძანების პროექტებსა და სხვა დოკუმენტაციას, შეიმუშავებს სამსახურის მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობებს, მოხელეთა სამუშაოს შეფასების კრიტერიუმებსა და მეთოდს. ამასთან ერთად, დეპარტამენტი ორგანიზებას უწევს მოხელეთა შეფასების განხორციელებას, ასევე ორგანიზებას უწევს ვაკანტურ თანამბდებობაზე გამოცხადებულ კონკურსს. 
 

ნინო მდინარაძე

ნინო მდინარაძე

სამსახურის უფროსი

ნინო მდინარაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2011 წლიდან მუშაობს და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს უძღვება. 

როგორც ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ის აქტიურადაა ჩართული სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მოზიდვაში, შენარჩუნებასა და მათ განვითარებაში. 

მისი თაოსნობით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, შეიქმნა და დაინერგა საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული თანამშრომელთა შეფასების მექანიზმი, ასევე - ამოქმედდა სტაჟირების პროგრამა. 2017 წლამდე იგი ასევე  სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვებოდა სერტიფიცირებისა და ტრენინგების სამსახურს.

პროფესიული განვითარების მიმართულებით ნინო მდინარაძე   ჩართული იყო   შვედეთის ეროვნული აუდიტის ოფისის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  გაეროს  (UNDP)  ევროკავშირის (Twinning)   პროექტებში.  

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საქმიანობის დაწყებამდე, ნინო მდინარაძე მუშაობდა საქართველოს ბანკში რეკრუტინგის ოფიცრად, მანამდე კი სხვადასხვა კერძო კომპანიებში ოფისის მენეჯერის, იურისტის და დირექტორის პოზიციებზე. 

ნინო მდინარაძე სწავლობდა გერმანიის მიუნსტერის უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი. მანამდე მას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული აქვს სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი.  

მას ასევე გავლილი აქვს  არაერთი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, მენეჯმენტის, სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტის მართვის საკითხებში, მიღებული აქვს საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი. 

მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.