სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პრეზიდიუმის გადაწყვეტილებები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმი სათათბირო ორგანოა. იგი უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული დავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით. პრეზიდიუმი ასევე განიხილავს აუდიტორული საქმიანობის წლიური გეგმის პროექტს, ორგანიზაციის სამეურნეო, მატერიალური-ტექნიკური და საფინანსო საკითხებსა და სამსახურის მიერ შემუშავებული ყოველწლიურ ანგარიშს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის სხდომებს თავმჯდომარეობს გენერალური აუდიტორი, რომელიც ასევე განსაზღვრავს პრეზიდიუმის შემადგენლობასა და წევრთა რაოდენობას.