სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტორული საქმიანობის წლიური გეგმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული საქმიანობის წლიური გეგმა განისაზღვრება ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების გეგმისა და აუდიტორული საქმიანობის პრიორიტეტების მიხედვით. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტორული საქმიანობის წლიური გეგმის შედგენის პროცესში ხელმძღვანელობს რისკებზე დაფუძნებული მიდგომით, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებაზე უწყების/პროგრამის მნიშვნელობის ზეგავლენასა და გამოვლენილი რისკების რეალიზების ალბათობას. სამსახური ასევე ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეებიდან მიღებულ მოსაზრებებსა და ინიციატივებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური დამოუკიდებელია წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმის შედგენაში.