სახელმწიფო აუდიტორებმა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სამუშაო სხდომაზე კახეთის რეგიონში ჩატარებული აუდიტების მიგნებები წარადგინეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა დეპუტატებს და ადგილობრივი ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს აუდიტის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები გააცნეს, შემდეგ კი მხარეებმა ერთობლივად განიხილეს რა ეტაპზეა რეკომენდაციების შესრულების ღონისძიებები.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სამუშაო შეხვედრას, ლაგოდეხში, თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მამრიკიშვილი და დეპარტამენტის მოადგილე ზვიად ბიწკინაშვილი ესწრებოდნენ.


