გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა პარლამენტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
2019 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 70 აუდიტი ჩაატარა, რითაც დაფარა 12 მლრდ ლარზე მეტი. აუდიტორული მიგნებების საფუძველზე გასცა 1000-მდე რეკომენდაცია.
საერთო ჯამში, ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 68 მილიონი ლარი, რომელიც სისტემური ხასიათის დარღვევებს მოიცავს. სისტემური ხასიათის დარღვევები ძირითადად უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს, ასევე შესყიდვებისა და აქტივების მართვის ნაკლოვანებებს.
მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა 34 ანგარიში.
სამსახურმა ჩაატარა საერთაშორისო დონორების მსოფლიო ბანკისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ დაფინანასებული პროექტების აუდიტები.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად მონაწილეობა მიიღო და ჩაატარა ორი საერთაშორისო აუდიტი.

