დღეს, 11 დეკემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ორგანიზებით, გაიმართა ანგარიშის პრეზენტაცია, რომელზეც შეაჯამეს საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობა 2010-2015 წლებში.
ღონისძიებაზე განხილული იქნა საქართველოში 2010-2015 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები. ღონისძიებაზე დაჯილდოვდა როგორც 2015 წლის, ისე მთლიანად, პროექტის ფარგლებში (2010-2015) გამოვლენილი ყველაზე გამჭვირვალე და დახურული საჯარო უწყებები.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ორი ნომინაციის გამარჯვებული გახდა და დაჯილდოვდა 2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის და 2015 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის.
იხ. ვიდეო




