სახელმწიფო აუდიტის სამსახური

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის მოსმენა საქართველოს პარლამენტში 12 მარტი, 2015

 

დღეს, 12 მარტს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის - „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება“ მოსმენა.

მოსმენის ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაცია წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების ეფექტიანობის აუდიტის ძირითად შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის პრე მარკეტ კონტროლი - ფარმაცევტული საქმიანობის ნებართვები, ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაცია;
  • წამლისა და ფარმაცევტული  საქმიანობის პოსტ მარკეტ კონტროლი - ინსპექტირება და ფარმაკოზედამხედველობა.

პრეზენტაცია ასევე მოიცავდა ეფექტიანობის აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გაცემულ რეკომენდაციებს.

მოსმენას ესწრებოდნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლები.