საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2009 წლის ბიუჯეტის შესრულების ფინანსური (გასვლითი) აუდიტის პროგრამა:
შესწავლილი და გაანალიზებული იქნას:
1. მიღებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მდგომარეობა
1.1. წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნეებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების მდგომარეობა და კანონიერება;
1.2. დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა საბიუჯეტო კლასიფიკაციის ცალკეული მუხლების მიხედვით.
1.3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობა.
1.4. გრანდეტიბს (ფულადი და სასაქონლო), ჰუმანიტარული დახმარებების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლების მიღების, აღრიცხვის და გამოყენების მდგომარეობა.
1.5. ფინანსური ანგარიშებისა და ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის კანონიერება.
2. ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება (ზრდა/კლება)