სახელმწიფო აუდიტის სამსახური

შპს "ბათუმის წყალი" შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 07 სექტემბერი, 2015

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა შპს ,,ბათუმის წყალის’’ 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

  1. შრომითი კანონმდებლობის შეუსაბამოდ, აუდიტის ობიექტის მიერ 2014 წლის განმავლობაში 187 თანამშრომელზე დარიცხულია საშვებულებო ანაზღაურება 93 944.5 ლარი, ხოლო 18 თანამშრომელს შვებულებიდან გამოძახების მიუხედავად დაერიცხა 32 589.9 ლარი
  2. აუდიტის პერიოდში, საზოგადოების მიერ აუდიტის ობიექტში დასაქმებულ თანამშრომლებზე ანაზღაურებულია ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ღირებულება 1 341 046 ლარის ოდენობით, თუმცა დოკუმენტურად არ ფიქსირდება აღნიშნულ სამუშაოთა სახეები და მათი არასამუშაო საათებში შესრულების აუცილებლობა.
  3. შპს ,,ბათუმის წყალში’’ ავტომანქანებზე გახარჯული საწვავის შემოწმებით დგინდება, რომ შედგენილი ,,საგზაო ფურცლების მიხედვით’’ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის გაცემა და ჩამოწერა ხორციელდებოდა გაცემული საწვავის კონკრეტულ კოეფიციენტზე გაყოფით და არა ფაქტობრივი ხარჯვის მიხედვით, შესაბამისად, საზოგადოებაში საწვავის ხარჯვის რეალობა რისკის შემცველია.
  4. ,,ბათუმის წყალმა’’ ქუჩების შეკეთებითი სამუშაოებისათვის ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ხელშეკრულება გაუფორმდა შპს ,,გზებს’’, ღირებულებით 475 000 ლარი, თუმცა შემსყიდველის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ბაზრის კვლევა/სამუშაოების განფასება მისი ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნა გამოთვლილი შესყიდვის ღირებულება.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები, ამასთან, რიგი საკითხები, შემდგომი შესწავლის მიზნით, გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოებში.

სრული ანგარიში