სახელმწიფო აუდიტის სამსახური

შიდა აუდიტის სასწავლო კურსი 37 მუნიციპალიტეტის 61-მა საჯარო მოხელემ გაიარა 30 დეკემბერი, 2019

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა აჭარის მუნიციპალიტეტების განვითარების სასწავლო კურსის ფარგლებში აჭარაში შიდა აუდიტის ტრენინგის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.

სასწავლო კურსი, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აჭარაში კახაბერ კირტავა უძღვებოდა, აჭარის ა/რ-ის მუნიციპალიტეტების 10-ზე მეტი საჯარო მოხელის ჩართულობით მიმდინარეობდა.

სასწავლო კურსის პროფესიული პროგრამა სპეციალურად მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი აუდიტორული მიგნებებისა და რეკომენდაციების მონიტორინგის მასალების საფუძველზე შემუშავდა.

კურსის განმავლობაში მსმენელები გაეცნენ შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ძირითად პრინციპებს და საერთაშორისო სტანდარტებს, რისკზე დაფუძნებულ მიდგომებს და შიდა სამართლებრივ რეგულაციებს, ასევე პრაქტიკულ მაგალითებს.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა შიდა აუდიტის ტრენინგკურსი უკვე ჩაატარა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის.

წელს შიდა აუდიტის სასწავლო კურსი 37 მუნიციპალიტეტის 61-მა საჯარო მოხელემ გაიარა.