12-14 მარტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შვედეთის ეროვნული აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის ჯგუფის (SNAO) წარმომადგენლები ეწვივნენ.
ვიზიტის მიზანია ეფექტიანობის აუდიტის ახალი პროექტების დაწყება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013 წლის მიზნების შესრულების ხელშეწყობა, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ეფექტიანობის აუდიტის პროექტების დასრულების შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე შიდა სემინარის ორგანიზება, რომელზეც განიხილება პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროცესები, გამოყენებული მეთოდები და გამოცდილება.
შეხვედრას დაესწრნენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.
შვედეთისა და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურების თანამშრომლობას საფუძვლად უდევს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის 2014 წლამდე გაგრძელებას.
