სახელმწიფო აუდიტის სამსახური

შვედი ექსპერტების ვიზიტი 14 იანვარი, 2013

14 იანვარს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შვედეთის ეროვნული აუდიტის სამსახურის (SNAO) წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანია უწყებებს შორის ინსტიტუციური განვითარების თანამშრომლობის მეორე ფაზის დაგეგმვა. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში განისაზღვრება სამომავლო მიზნები და პრიორიტეტები, შემუშავდება 2013 წლის სამოქმედო გეგმა.

თანამშრომლობის მეორე ფაზა მოიცავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას ეფექტიანობის აუდიტის, ფინანსური აუდიტის, ხარისხის უზრუნველყოფისა და კომუნიკაციების სფეროებში. სამუშაო შეხვედრები გაიმართება 14-დან 18 იანვრამდე.

შვედეთისა და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურების თანამშრომლობას საფუძვლად უდევს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის 2014 წლამდე გაგრძელებას.