7-9 სექტემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და შვედეთის ეროვნული აუდიტის სამსახურის (SNAO) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013-2017 წლების სტრატეგია, შიდა და გარე კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა, ინტრანეტის დანერგვისა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საკითხები.
სამუშაო შეხვედრაზე შვედი ექსპერტები ასევე შეხვდენენ ეფექტიანობის აუდიტის წარმომადგენლებს, განიხილეს ეფექტიანობის აუდიტის კომუნიკაცია საზოგადოებასთან და სხვადასხვა უწყებასთან, ასევე - დასრულებული ეფექტიანობის აუდიტების შედეგად გაცემული რეკომენდაციების დანერგვის მონიტორინგის პროცესი.
შვედეთის ეროვნული აუდიტის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2015 წლამდე გაგრძელდება.
