სახელმწიფო აუდიტის სამსახური

შვედი ექსპერტების ვიზიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 04 თებერვალი, 2016

დღეს, 4 თებერვალს,   სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (SAO)  გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია  შვედეთის აუდიტორული ოფისის ( SNAO)  გენერალური აუდიტორის მოადგილეს,  მაგნუს ლინდელსა და თანამშრომლობის პროექტის მენეჯერს, კამერან ხუდურს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მმართველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა, რომელსაც  გენერალური აუდიტორი  ლაშა თორდია  ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ სხდომაზე განიხილეს ორმხირივი თანამშრომლობის ფარგლებში  უკვე  მიღწეული შედეგები და დასახეს სამომავლო გეგმები.  ასევე მხარეები შეთანხმდნენ, რომ  მოქმედი  მემორანდუმის  ვადა  გახანგრძლივდება და შვედეთის აუდიტორული ოფისი 2017 წელსაც დარჩება სახელმწიფო აუდიტი სამსახურის ერთ-ერთ  მთავარ პარტნიორად.

აღსანიშნავია, რომ პროექტის - „ინსტიტუციური განვითარების თანამშრომლობა საქართველოსა და შვედეთის უმაღლეს აუდიტორულ  ორგანოთა  შორის 2014 – 2016 წლებში“ - გეგმის თანახმად, უმაღლესი აუდიტორული ორგანოები შეთანხმდნენ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომლის მიზანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განვითარდეს ეფექტიანობის აუდიტის მდგრადი ფუნქცია,  ISSAI-ს საერთაშორისო სტანდარტებისა და პრინციპების შესაბამისად.