სახელმწიფო აუდიტის სამსახური

შვედეთის აუდიტორული ოფისის წარმომადგენლების მორიგი ვიზიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 28 იანვარი, 2016

25-28 იანვარს შედგა შვედეთის აუდიტორული ოფისის წარმომადგენლების მორიგი ვიზიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. შვედი კოლეგების ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა გასული წლის  საქმიანობის შედეგების შეჯამება,  მიმდინარე წლის თანამშრომლობის დღის წესრიგის დაზუსტება და ახალი აუდიტების დაგეგმვაში მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ეფექტიანობის აუდიტის  ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ასევე, 2016 წლისთვის შეირჩა ის 3 აუდიტის პროექტი, რომლებიც შვედი კოლეგების მონაწილეობით განხორციელდება და განისაზღვრა წლის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობების სავარაუდო განრიგი.