სახელმწიფო აუდიტის სამსახური

შეხვედრა GIZ-ის ორგანიზებით 21 იანვარი, 2013

21 იანვარს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გერმანიის ფედერალური საანგარიშო პალატის ეფექტიანობის აუდიტის ექსპერტი ჰორსტ-რაიმუნდ ვულე ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები იმართება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასთან, გენერალური აუდიტორის მოადგილეებთან, აუდიტის დეპარტამენტის უფროსებსა და აუდიტორებთან.

ვიზიტის მთავარი მიზანია: 2013 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ GIZ-ის მხარდაჭერით განსახორციელებელი ეფექტიანობის აუდიტის თემების შერჩევა, ეფექტიანობის აუდიტის თემატიკაზე აუდიტორებისათვის ტრენინგის დაგეგმვა და ეფექტიანობის აუდიტის ფუნქციის წარმატებულად დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების ხელშეწყობა.

გერმანელი ექსპერტის ვიზიტი საქართველოში 24 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.