სახელმწიფო აუდიტის სამსახური

შეხვედრა შვედ კოლეგებთან 13 ნოემბერი, 2013

დღეს, 13 ნოემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდია შვედეთის ეროვნული აუდიტის ოფისის (SNAO) დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას ხელმძღვანელობს SNAO-ს გენერალური აუდიტორის მოადგილე, მაგნუს ლინდელი და თანამშრომლობის პროექტის მენეჯერი, კამერან ხუდური.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის 2010-2013 წლებში თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორცილებული პროექტების შედეგები, მიმდინარე გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა 2016 წლამდე თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებთან, სადაც განხილულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციონალური გაძლიერების, ეფექტიანობის აუდიტის, ხარისხის კონტროლისა და აუდიტის შედეგების კომუნიკაციის საკითხები.

იხ. ტელესიუჟეტები