სახელმწიფო აუდიტის სამსახური მასპინძლობს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების დასკვნით შეხვედრას სახელმწიფო ვალის მართვის აუდიტთან დაკავშირებით. ღონისძიებაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გარდა, მონაწილეობას იღებს 10 სხვადასხვა უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის წარმომადგენელი და საერთაშორისო ექსპერტები სახელმწიფო ვალის მართვის მიმართულებით. აღნიშნული შეხვედრის მიზანია პროგრამის ფარგლებში ჩატარებული აუდიტების ხარისხის მიმოხილვა და გაუმჯობესება.
შეხვედრები გაიმართება 5 დღის განმავლობაში უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ინიციატივისა (IDI) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით.
საყურადღებოა, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა წარმატებით გაიარეს 2014-2016 წლებში IDI-ის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებული პროგრამის ყველა ეტაპი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ორი ეფექტიანობის აუდიტი: 1) სახელმწიფო ვალის მართვის ეფექტიანობის აუდიტი და 2) საგარეო საკრედიტო რესურსის ხარჯზე გაცემული სესხების მართვის ეფექტიანობის აუდიტი.
