დღეს, 9 მარტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტმა სამუშაო შეხვედრა გამართა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ფარგლებში აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა წარადგინეს სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის აუდიტის შედეგად გამოვლენილი გარემოებები და გაცემული რეკომენდაციები.
შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ფონდი კურაციოს, ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელები.
