სახელმწიფო აუდიტის სამსახური

შეხვედრა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 08 აპრილი, 2013

3 აპრილს, აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კახაბერ კირტავა თანამშრომლებთან ერთად შეხვდა აჭარაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრის მიზანი იყო აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2012 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და 2013 წელს დაგეგმილი აუდიტების შესახებ ინფორმაციის გაცნობა.

შეხვედრა საქმიან ვითარებაში წარიმართა. აღინიშნა, რომ ინფორმირებულობის თვალსაზრისით ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ორივე მხარისთვის. აუდიტის დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობის ფორმებზე.