სახელმწიფო აუდიტის სამსახური

შეხვედრა საბიუჯეტო ოფისისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან 30 ივნისი, 2015

გერმანიის განვითარების სააგენტოს (GIZ) ორგანიზებით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საბიუჯეტო ოფისისა და პარლამენტის წარმომადგენლების  შეხვედრა  გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა  განიხილეს,  როგორ უნდა აკონტროლოს საქართველოს პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლება საჯარო ფინანსების მართვის კუთხით და როგორ უნდა გამოიყენოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა  და საბიუჯეტო ოფისის დასკვნები.

„მოგეხსენებათ, რომ საბიუჯეტო ოფისი მუშაობს ბიუჯეტთან დაკავშირებით მაკროეკონომიკური პარამეტრების შესწავლის კუთხით. ასევე ის სწავლობს ფისკალურ გარემოს. რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ჩვენ უშუალოდ უწყებრივად წარვადგენთ აუდიტის დასკვნებს, რომელზე დაყრდნობითაც პარლამენტარებს შეუძლიათ გადაწყვიტონ,  როგორ განუსაზღვრავენ  მომავალი წლის ბიუჯეტს  ცალკეულ უწყებას, ასევე შეუძლიათ შეაფასონ, რამდენად სწორად განახორციელა ამა თუ იმ სამინისტრომ სხვადასხვა პროგრამა, იყო თუ არა პრობლემები და უკვე ამის მიხედვით  ჩამოყალიბდება  მოსაზრება, გაუგრძელონ თუ არა კონკრეტული პროგრამის დაფინანსება ცალკეულ უწყებას“, -  განაცხადა   გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ.

იხ.გალერეა