დღეს, 7 მარტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტმა სამუშაო შეხვედრა გამართა ეკონომიკის სფეროში მომუშავე ჟურნალისტებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ეფექტიანობის აუდიტის არსი, ეფექტიანობის აუდიტის თავისებურებები ფინანსურ და შესაბამისობის აუდიტებთან შედარებით.
შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაცია საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ეფექტიანობის აუდიტის ძირითად შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: პროფესიული სასწავლებლების პრიორიტეტების შესაბამისობა ბაზრის მოთხოვნებთან, სასწავლო პროცესის მართვა და პროფესიული განათლების დაფინანსების საკითხები, აგრეთვე აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გაცემული რეკომენდაციები.
აღნიშნული აუდიტის ანგარიში უახლოეს მომავალში განთავსდება სამსახურის ვებგვერდზე და დაინტერესებული მხარეებისათვის იგეგმება პრეზენტაცია.
