20 ივლისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს პრეზიდენტს, კაი შელლერს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობაზე, მის მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა (Twinning) ხელს შეუწყობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებას.
საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა (Twinning) ევროკავშირის წევრ და მიმღებ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ინსტრუმენტია. ამჟამად, პროგრამის ფარგლებში პროექტი - „საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ მიმდინარეობს, რომელსაც გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანო და პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობით ახორციელებს.
იხ. მედია
