დღეს, 19 ნოემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის თემა: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე.
როგორც ბატონმა ლაშა თორდიამ აღნიშნა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ ეწინააღმდეგება საჯარო სექტორში დანამატის გაცემას, თუმცა აღნიშნული ფულადი განაცემები უნდა დარეგულირდეს შესაბამისი ნორმატიული აქტით.
გენერალური აუდიტორი გამოეხმაურა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განცხადებას, სამინისტროში დანამატების გაცემის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოყვანილ ციფრებთან დაკავშირებით.
იხ. პრეზენტაცია.
