სახელმწიფო აუდიტის სამსახური

შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან 04 ივნისი, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის სტუდენტები და  ამავე სკოლის დეკანი ვახტანგ სურგულაძე ეწვივნენ.

სტუდენტებს  აუდიტორული საქმიანობა სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორებმა გააცნეს. აუდიტორებმა ნაზი ჩაგანავამ და თამარ ზურაშვილმა სტუდენტებს  მათ მიერ მომზადებული „ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანობის აუდიტი“ წარუდგინეს და   მათ შეკითხვებს უპასუხეს. სტუდენტები ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული სხვა  აუდიტორული კვლევებით დაინტერესდნენ.  

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან გაფორმებული  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.