დღეს, 31 მაისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს უმასპინძლა. აუდიტორებმა მომავალ მაგისტრებს უწყების როლისა და მანდატის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს და აუდიტის ანგარიშების მთავარი მიგნებები და რეკომენდაციები გაუზიარეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სოფლის ექიმის პროგრამის, წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშების შესახებ. ასევე განიხილეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მსგავსი ფორმატის შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.
